დათო ქუბრიაშვილი “ტულონის” სასტარტო შემადგენლობაში გამოვა “ემლინ
ჩელენჯის” თასის ნახევარფინალურ მატჩზე “სტად ფრანსესთან”, რომელიც დღეს ტულონში,
“ფელიქს მაიოლზე” თბილისის დროით 22.55 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრების მორკინალი მისთვის ჩვეულ
მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე დადგება.
გასულ კვირას კი 25 წლის ქართველმა მორაგბემ თავისი მე-100 საიუბილეო
შეხვედრა ჩაატარა “ტულონის” მაისურით, საფრანგეთის “ტოპ 14”-ის 24-ე ტურში ანტონ
ფეიქრიშვილის “კასტრთან” (25:25).
შეგახსენებთ, რომ ამ უქმეებზე ევროპული სარაგბო ტურნირების -
“ჰაინიკენის” და “ემლინ ჩელენჯის” თასების
ნახევარფინალები გაიმართება.
“ჰაინიკენის” თასის ½
ფინალი
28 აპრილი: “ალსთერი”
(ჩრ. ირლანდია) – “ედინბურგი” (შოტლანდია)
29 აპრილი: “კლერმონ
ოვერნი” (საფრანგეთი) – “ლენსთერი” (ირლანდია)
“ემლინ ჩელენჯის” თასის
½ ფინალი
27 აპრილი: “ტულონი”
(საფრანგეთი) – “სტად ფრანსე” (საფრანგეთი)
28 აპრილი: “ბიარიცი”
(საფრანგეთი) – “ბრივი” (საფრანგეთი)
Internet.ge