მომავალი სეზონიდან საფრანგეთის მე-2 დივიზიონის ერთ-ერთი ლიდერის, “ალბის”
შემადგენლობაში სამი ქართველო მორაგბე ითამაშებს, რაც სამივე მათგანისთვის აშკარად
წინგადადგმული ნაბიჯია კარიერაში.
ამბიციურმა კლუბმა უკვე გააფორმა კონტრაქტები: რუსთავის “ხარების”
შერკინების ბურჯთან კახაბერ კობერიძესთან, “ლელოს” და საქართველოს ნაკრების უკანა
ხაზელ სანდრო თოდუასთან და ფრანგული “ფედერალ 1”-ის “ლე სეინისა” და საქართველოს ნაკრების
შერკინების მეორე ხაზელთან ვახტანგ მაისურაძესთან.
“ალბი” ამჟამად შემადგენლობის გაძლიერებით არის დაკავებული და მომავალ
სეზონზე “ტოპ 14”-ში გადასასვლელად ბრძოლას აპირებს.
Internet.ge