“მილანის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა უარყო ესპანურ პრესაში
გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სეზონის ბოლოს მან შესაძლოა დატოვოს
გუნდი და გადავიდეს მადრიდის “რეალში”, სადაც მას ჟოზე მოურინიო ეპატიჟება.
“ჩემი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ერთი რამ კარგად გავიგე - თუ თავს კომფორტულად ვგრძნობ, არაფერი არ უნდა
შევცვალო. ზუსტად ასეთი შემთხვევაა “მილანში”, სადაც თავს შესანიშნავად ვგრძნობ და
არ ვაპირებ ამ გუნდის დატოვებას” - განაცხადა შვედმა ფორვარდმა.
ესპანური პრესის ინფორმაციით, ერთი თვის უკან პორტუგალიელმა სპეციალისტმა
პირადად დაურეკა 30 წლის იბრაჰიმოვიჩს და უთხრა, რომ ძალას არ დაიშურებს მის
“სანტიაგო ბერნაბეუზე” გადასაყვანად, თუ ეს მასაც ესურვება, რაზეც თანხმობა
მიიღო.
Internet.ge