ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის უეფას კოორდინატორის მიხალ ლისტკევიჩის
განცხადებით, კონტინენტური ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია არ განიხილავს
შესაძლებლობას ტურნირი რომელიმე სხვა ქვეყანაში იქნას გადატანილი, ან მისი
ჩატარების თარიღი შეიცვალოს.
“ჩემთვის ცნობილია, რომ უეფა თეორიულადაც კი არ განიხილავს იმის
შესაძლებლობას, რომ ჩემპიონატის ჩატარების ადგილი და ვადები იქნას შეცვლილი.
თუ რომელიმე პოლიტიკოსი ბოიკოტს გამოაცხადებს და არ დაესწრება ევრო
2012-ს, ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნება ფეხბურთისათვის. ტურნირისთვის მთავარია
ფეხბურთელები და გულშემატკივრები - განაცხადა პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის
პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში განხორციელებული ტერაქტების გამო გავრცელდა
ხმები იმის შესახებ, რომ ევროპის ჩემპიონატი შესაძლოა რომელიმე სხვა ქვეყანაში
გამართულიყო. კონკრეტულად კი ესპანეთმა გამოთქვა სურვილი საჭიროების შემთხვევაში
ტურნირს უმასპინძლოს.
Internet.ge