GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სპორტი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სანიკიძემ სიენაში ორმაგი დუბლით იფრინა
10:22 03.05.2012
დღის სიახლეები

ვიქტორ სანიკიძის ორმაგი დუბლითა და ფანტასტიური თამაშით ბოლონიას “ქენედიენ სოლარმა” გასვლაზე დაამარცხა ქვეყნის ჩემპიონი  “მონტეპასკი” 78:69 - ეს ამბავი გუშინ გვიან ღამით იტალიის სერია “ა”-ს 33-ე ტურის მთავარ მრძოლაში მოხდა სიენას “პალასპორტ მენს სანაზე”.

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა მოედანზე მთლიანობაში 34 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში თავის გუნდს 16 ქულა და 15 მოხსნა მოუტანა. ვიქტორმა 4-დან ოთხივე ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 26 წლის და 203 სანტიმეტრიანმა ქართველმა ეფექტურობის კოეფიციენტი - 34 დააგროვა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ორივე გუნდის შემადგენლობაში.

ამავე ტურში მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის “ბენეტ კანტუმ” შინ გაანადგურა “ფაბი შუზი” 81:63. შერმადინს ტრავმის გამო არ უთამაშია, ხოლო მარკოიშვილმა 19 წუთში 8 ქულა, 2 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ევროპის სახალხო პარტია ივანიშვილის მოწოდებას დემოკრატიაზე შეტევად აფასებს1
სოზარ სუბარის საგანგებო ბრიფინგი კუდის თანამშრომლად წარდგენილმა მამაკაცმა ჩაშალა2
აშშ-ში ავიაშოუს დროს თვითმფრინავი ჩამოვარდა (VIDEO)3
მესტიაში დაკარგული ტურისტის სამძებრო სამუშაოები მდინარე ენგურის ადიდების გამო შეჩერდა4
ასპირინმა შესაძლოა საყლაპავი მილის სიმსივნე გამოიწვიოს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X