მადრიდის “რეალი” ესპანეთის ჩემპიონია - “სამეფო კლუბმა” 20-ე ტურის
გადმოტანილ შეხვედრაში ბილბაოში “ატლეტიკი” დაამარცხა 3:0 და ტურნირის დასასრულამდე 2 ტურით ადრე ისტორიაში
32-ედ დაეუფლა ტიტულს.
სამაგიეროდ გრძელდება ბრძოლა საუკეთესო ბომბარდირის წოდებისათვის,
რომლისთვისაც ლიონელ მესი (46 გოლი) და კრიშტიანუ რონალდუ (44 გოლი) იბრძვიან.
“მთავარი ქვეყნის ჩემპიონის ტიტულია, საუკეთესო ბომბარდირი კი უკვე ორჯერ
გავხდი და ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს ჩემთვის. ძალიან კმაყოფილები ვართ,
რადგანაც ოქროს მედლები ასეთ რთულ ჩემპიონატში მოვიპოვეთ. ჩვენ საუკეთესონი
ვიყავით, რაზეც “ბარსელონასთან” 7-ქულიანი განსხვავება მეტყველებს” - განაცხადა
პორტუგალიელმა გარემარბმა.
Internet.ge