მადრიდის “რეალის” მცველი ალვარო არბელოა თვლის, რომ მისმა გუნდმა დაამხო
“ბარსელონას” ჰეგემონია ესპანეთში. “სამეფო კლუბმა” პრიმერა დივიზიონის
დასასრულამდე 2 ტურით ადრე მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონობა.
“მე გადავიტანე კარიერის ყველაზე დიდი გამოწვევა და კატალუნიელთა
ჰეგემონიის დასრულების დროც დადგა.
ამიტომაც მათ ვეუბნები: “ბარსელონა”, შენი დიდების დღეები დასრულებულია!” - თამამად
განაცხადა “რეალის” მცველმა.
Internet.ge