სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა თორნიკე შენგელიამ ბელგიის
ჩემპიონატში, სადაც მისმა “შარლერუამ” 34-ე ტურში “ლოუვენს” 93:87 მოუგო. საქართველოს
ნაკრების 20 წლის ფორვარდმა მოედანზე 28 წუთი გაატარა და ორმაგი დუბლის გაკეთება
შეძლო.
203 დანტიმეტრიანმა კალათბურთელმა 18 ქულის, 11 მოხსნის და 2 შედეგიანი
გადაცემის დაგროვება მოახერხა, რის შედეგადაც მატჩში ყველაზე მაღალი ეფექტურობის
მაჩვენებელი - 29 მიიღო. თორნიკემ 7-დან 5 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 5-დან
2 საჯარიმო ჩაგდო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მთავარი იმედი ნბა-ს
დრაფტზეა წარდგენილი, რომელიც ივნისში გაიმართება.
Internet.ge