ახალგაზრდა ხელბურთელთა პირველობის ფინალი გაიმართება
16:42 07.05.2012
|
დღის სიახლეები
|
დღეს, 16:00 საათზე, 1998-1999 წლებში დაბადებულ ხელბურთელთა შორის საქართველოს ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართება. შეხვედრას სპორტკომპლექსი „არენა" მასპინძლობს. ღონისძიებას დაესწრებიან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს აპარატის უფროსი და თბილისი-2015-ის სპორტული დირექტორი ირაკლი სამყურაშვილი და ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - გიორგი გოდაბრელიძე .ღინისძიებაში ყველა რეგიონის 16 გუნდი იყო ჩართული და ფინალში გასვლა თბილისის გუნდებმა - „კორიდამ" და „მერანმა" შეძლეს. ამ ასაკის ხელბურთელებს 2015 წელს თბილისში გასამართ ევროპის ახალგაზრდულ ფესტივალზე უწევთ თამაში. შიდა პირველობებში გამორჩეული ხელბურთელებიდან დაკომპლექტდება ნაკრები, რომელიც ევროპის ახალგაზრდულ ფესტივალზე ითამაშებს.მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია ტელეკომპანია „აფხაზეთის ხმაზე" გადაიცემა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|