„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი, მარიო ბალოტელი ავტო ავარიაში მოყვა. 21 წლის იტალიელი ფეხბურთელი მანჩესტერში, საკუთარ სახლთან ახლოს, სპეციალურად მისთვის შექმნილი „ოპელით“ მოძრაობისას „ნისანს“ დაეჯახა.
ბრიტანული საინფორმაციო სააგენტოების თქმით, შეჯახება საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა, თუმცა არც ბალოტელის და არც მეორე დაზარალებულს ფიზიკური დაზიანებები არ მიუღიათ.
შეგახსენებთ, რომ იტალიელი ფეხბურთელისათვის ეს პირველი ავტოავარია არ გახლავთ. 2010 წელს ის საკუთარი ბენტლით განათების ბოძს დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბალოტელი ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
Internet.ge