ტურინის “იუვენტუსის” მთავარი ამოცანა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში
მაღალი კლასის ფორვარდის შეძენაა - იტალიელთა სამიზნე ამ მიმართულებით, “მანჩესთერ სითის” ბოსნიელი
ფორვარდი ედინ ძეკოა.
26 წლის ტანმაღალი ფორვარდის კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან 2015 წლის
ივნისამდეა გათვლილი, ამიტომაც იტალიის ჩემპიონი მზად არის 28 მილიონი ევრო
გადაიხადოს სასურველ ფეხბურთელში და ამ ზაფხულშივე წაიყვანოს თავისთან.
აღსანიშნავია, რომ ბოსნიელის მიმართ ინტერესს ასევე იჩენენ: მიუნხენის
“ბაიერნი” და დორტმუნდის “ბორუსია”.
internet.ge