„ბარსელონას“ უკვე ყოფილმა თავკაცმა პეპ გვარდიოლამ ლონდონის „ჩელსის“
მომხიბლავ წინადადებაზე უარი განაცხადა. საფეხბურთო გამოცემების footballzz.com და goal.com – ის მიერ გავრცელებული
ინფორმაციის თანახმად, „ჩელსის“ მფლობელი, რუსი ბიზნესმენი, რომან აბრამოვიჩი პეპ გვარდიოლას
ანაზღაურების სახით წელიწადში 15 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა კატოლონიელის
გადაბირება მაინც ვერ მოახერხა.
ფეხბურთის მოყვარულთათვის გვარდიოლას მიერ „ჩელსის“ წინადადებაზე უარის თქმის
მიზეზი ნათელია. ესპანელმა სპეციალისტმა უკვე არაერთხელ აღნიშნა, რომ იგი
ფეხბურთისაგან დასასვენებლად ერთწლიან პაუზას იღებს.
Internet.ge