“მანჩესთერ სითი” მზად არის ახალი 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს გუნდის
მთავარ მწვრთნელს რობერტო მანჩინის. სეზონის ნებისმიერი შედეგით დასრულების შემდეგ
იტალიელი მიიღებს შეთავაზებას, რომლის მიხედვითაც მისი ხელფასი წელიწადში 5
მილიონი გირვანქა გახდება.
47 წლის მანჩინის მიმდინარე კონტრაქტი “სითისთან” 2013 წლის 30 ივნისს
ეწურება და მისი ხელფასი სადღეისოდ 3,5 მილიონ გირვანქას შეადგებს წელიწადში.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის დასასრულამდე 1 ტურით ადრე
ჩემპიონატს “მანჩესთერ სითი” ლიდერობს, რომელიც 13 მაისს მშობლიურ “ეთიჰად
სთედიუმზე” “ქუინს პარკ რეინჯერსს” მასპინძლობს.
Internet.ge