საფრანგეთის უმდიდრესი კლუბი “პსჟ” აგრძელებს ბრძოლას მადრიდის “რეალის”
ორი ფეხბურთელის, კაკასა და გონსალო იგუაინის ხელში ჩასაგდებად. კლუბის
წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ ორივე მოთამაშის აგენტებთან და უახლოეს გარემოცვასთან
ამ ტრანსფერების განსახორციელებლად.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი და არგენტინელი უკვე მალულად შეხვდნენ
პარიზული კლუბის პრეზიდენტს, რაც მეტად არ მოეწონა “რეალის” მთავარ მწვრთნელს ჟოზე
მოურინიოს, რომელმაც განაცხადა, რომ არანაირი თანხის სანაცვლოდ არ გაუშვებს
გუნდიდან მათ.
მაგრამ “პსჟ” არ ჩერდება და კაკასაც და იგაუაინსაც სთავაზობს იმას, რაც
მათ არ აქვთ მადრიდში - მუდმივ სათამაშო პრაქტიკას და ვარსკვლავის სტატუსს დიდი
ფულთან ერთად.
Internet.ge