სასიამოვნო სიურპრიზი რაგბის ქართველო გულშემატკივრებისათვის - 2012 წლის
ევროპის “ერთა თასის” ბოლო მატჩი საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის,
რომელიც 9 ივნისს დნეპროპეტროვსკში უნდა გამართულიყო, თბილისშია გადმოტანილი.
საქართველოს რაგბის კავშირმა თხოვნით მიმართა უკრაინის რაგბის კავშირს,
რომ დნეპროპეტროვსკის ნაცვლად შეხვედრა თბილისში ჩატარდეს.
ამის მიზეზი ევროპის 2012 წლის საფეხბურთო ჩემპიონატია, რის გამოც
სატრანსპორტო შეტყობინება უკრაინასთან გადატვირთულია, ასევე პრობლემებია
სასტუმროების დაჯავშნასთან დაკავშირებითაც.
“გავითვალისწინეთ რა მეგობრული ურთიერთობები, უკრაინის რაგბის კავშირის
პრეზიდენტმა ვლადისლავ ბულგაკოვმა თანხმობა მისცა 9 ივნისს უკრაინა-საქართველოს
მატჩი თბილისში ჩატარდეს” - ნათქვამია უკრაინის რაგბის კავშირის ოფიციალური
ვებგვერდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Internet.ge