საქართველოს ნაკრების ჰუკერი ჯაბა ბრეგვაძე ვეღარ შესძლებს ამ სეზონში
“ტულუზას” შემადგენლობაში საფრანგეთის “ტოპ 14”-ში თამაშს - 25 წლის
“ბორჯღალოსანს” კისრის ტრავმა აწუხებს, რაც მას მოედანზე გასვლის საშუალებას არ
აძლევს.
ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ტულუზელთა შერკინების მწვრთნელმა
იანიკ ბრუმ გააკეთა: “მას რამდენიმე მცდელობა ჰქონდა დაეწყო ვარჯიში გუნდთან ერთად
ამ კვირის განმავლობაში, მაგრამ კვალვ ტკივილები იგრძნო კისერში და იძულებული
გახდა მკურნალობა განეახლებინა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბრეგვაძე ამ სეზონზე თამაშს
ვეღარ შესძლებს.”
შეგახსენებთ, რომ იანვარში “სამედიცინო ჯოკერის” (ტრავმირებული მოთამაშის
შემცვლელი) სტატუსით საფრანგეთის ჩემპიონში გადასულმა ჯაბამ კლუბს თავი მოაწონა და
მასთან 2-წლიანი კონტრაქტი იქნა გაფორმებული, რომელიც მომავალი სეზონიდან შედის
ძალაში. თუმცა მარტის ბოლოს “ტოპ 14”-ის მორიგი ტურის შეხვედრაში
“ბორდო-ბეგლესთან” ტრავმა მიიღო და მას შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა.
Internet.ge