იტალიური “ბენეტ კანტუს” ცენტრი გიორგი შერმადინი უახლოეს დღეებში
ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბთან, თელ ავივის “მაქაბისთან” 2-წლიან კონტრაქტს
გააფორმებს და მომავალ სეზონს ამ გუნდის შემადგენლობაში დაიწყებს.
იტალიური
Fastweb.it-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების 23 წლის კალათბურთელი ისრაელის
კლუბისგან ხელფასის სახით სეზონზე 600 ათას დოლარს მიიღებს. 216 სანტიმეტრიანი
შერმადინი ამჟამად აღდგენის კურსს გადის ტრავმის შემდეგ და მალე მოედანზე
გამოსვლასაც შესძლებს.
შეგახსენებთ, რომ
შერმადინისა და მანუჩარ მარკოიშვილის “ბენეტ კანტუს” 17 მაისს იტალიის სერია “ა”-ს
ფლეი-ოფის პირველი მეოთხედფინალური ბრძოლა ელის “სკავოლინისთან”.
internet.ge