„ქართული სპორტის ქომაგები“ აეროპორტში საქართველოს 17–წლამდე
ფეხბურთელთა ნაკრებს დახვდნენ. ქართველი ფეხბურთელები სლოვენიაში გამართული
ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნდნენ. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა ახალგაზრდებმა
ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპამდე მიაღწიეს, სადაც ჰოლანდიელ
თანატოლებთან 2:0 დამარცხდნენ.
როგორც 17- წლამდელთა ნაკრების კაპირანმა, ნიკა ჭანტურიამ „ინტერნეტ.ჯი“-სთან
საუბრისას განაცხადა, ფეხბურთელები ასეთ დახვედრას არ ელოდნენ. “პირველ რიგში, მადლობას
ვუხდი ქომაგებს ასეთი მხარდაჭესიათვის, ჩვენ ამას ლუბლიანაშიც ვგრძნობდით. არ
ველოდით ასეთი თბილი და ემოციური დახვედრა თუ გვექნებოდა. ჰოლანდიასთან მარცხი
ძალიან დასანანი იყო, მოგებაც შეგვეძლო, თუმცა ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს,
მთავარია ახლა კიდევ უფრო გავძლიერდეთ“– განაცხადა ჭანტურიამ.
ქართველი ახალგაზრდების ასპარეზობის შესახებ, კომენტარი სააგენტოსთან „ქართული
სპორტის ქომაგების“ წარმომადგენელმა, ანი კიკნაძემაც გააკეთა: "ეს ბიჭები
ჩვენს თანადგომას და პატივისცემას იმსახურებენ. სპორტი მოთამაშეების და
გულშემატკივრობის ურთიერთობაა. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ქომაგები დავხვედროდით ჩვენს
ბიჭებს, რომლებმაც ფავორიტებს შორის შეძლეს გამორჩეული ბრძოლით ნახევარფინალში
თამაში. მსაჯი რომ არა, ამ ბიჭებს იმხელა მონდომება და შემართება ჰქონდათ, მჯერა, ფინალში
ვითამაშებდით."
Internet.ge