მამუკა გორგოძემ მინიმალური სასჯელი, 10 დღიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და
25 მაისს “მონპელიეს” შემადგენლობაში, საფრანგეთის “ტოპ 14”-ის მეოთხედფინალში
თამაშს შესძლებს ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრთან”.
ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ფრანგული ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა,
რომელიც იმ ინციდენტს განიხილავდა, რაც გასულ შაბათს, “ტოპ 14”-ის ბოლო ტურში
მოხდა, “ტულუზა”-“მონლეპიეს” (20:13) შეხვედრაში, სადაც საქართველოს ნაკრების ლიდერმა
და საფრანგეთის ნაკრების მორკინალმა იოან მაესტრიმ იჩხუბეს. შედეგად ორივე
მორაგბემ წითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან იქნენ გაძევებულნი.
Internet.ge