“ჩელსი” ზაფხულში ხმაურიან ტრანსფერს ამზადებს - ლონდონელებს ძალიან სურთ
მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდის რადამელ ფალკაოს შეძენა და მზად არიან მის
სანაცვლოდ ესპანელებს ფერნანდო ტორესი და 15 მილიონი ევრო შესთავაზონ.
26 წლის კოლუმბიელი ფორვარდი ზედიზედ ორჯერ გახდა ბოლო 2 წლის ევროპის
ლიგის გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი და მის მიმართ ინტერესი ახლა არნახულად
დიდია ევროპული გრანდების მხრიდან. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თავად ფერნანდო
ტორესი მადრიდის “ატლეტიკოს” აღზრდილია.
internet.ge