„დინამოს“ პრესსამსახური კლუბის მთავარ მწვრთნელად ფოლკერ ფინკეს დანიშვნას არ ადასტურებს
„დინამოში“ მთავარ მწვრთნელად გერმანელი სპეციალისტის ფოლკერ ფინკეს, ხოლო
მის თანაშემწედ ალექსანდრე იაშვილის დანიშვნის შესახებ, დღეს გავრცელებულ
განცხადებას კლუბის პრესსამსახური არ ადასტურებს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს „დინამოს“ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა
დვალიშვილმა განუცხადა, კლუბის ადმინისტრაცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით
სპეციალურ განცხადებას ახლო მომავალში გაავრცელებს.
„ფინკეს დანიშვნასთან დაკავშირებით მე არაფრის თქმა არ შემიძლია. უკვე
დიდი ხანია „დინამოს“ მომავალი მწვრთნელის შესახებ საუბარი არ წყდება. სულ მალე
საზოგადოება ყველაფერს გაიგებს. მანამ, სანამ კლუბი ოფიციალურ განცხადებას არ
გააკეთებს, მე ვარაფერს გეტყვით. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია, ამჟამად
მოლაპარაკება რამდენიმე სპეციალისტთან მიმდინარეობს, მათ შორის არიან
გერმანელებიც“- განაცხადა დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2011-2012 წლების სეზონში ფოლკერ ფინკე გერმანიის
ბუნდესლიგის კლუბის, კიოლნის თავკაცი გახლდათ. მას და ალექსანდრე იაშვილს კი ერთად
ფრაიბურგში აქვთ ნამუშევარი.
Internet.ge