“ბარსელონა” დაინტერესებულია ლონდონის “ჩელსის” ფორვარდის დიდიე დროგბას
ტრანსფერით - კატალუნიური კლუბი კოტ დივუარელ შემტევს 2-წლიან კონტრაქტს და
ხელფასის სახით 5 მილიონ გირვანქას სთავაზობს წელიწადში.
“ბარსელონას” სჭირდება შემტევი ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია პრობლემების
შექმნა ნებისმიერი დაცვისთვის. დროგბა ზუსტად ის ფეხბურთელია, რომელიც მეტად აკლია
ჩვენს გუნდს” - განუცხადა ესპანური კლუბის წარმომადგენელმა “The Sun-” ს.
შეგახსენებთ, რომ 34 წლის აფრიკელის კონტრაქტი “ჩელსისთან” ამ სეზონის
ბოლოს იწურება, თუმცა ლონდონელთა მეპატრონეს, რომან აბრამოვიჩს არ სურს მასთან ხელშეკრულების
გაგრძელება. ამ სეზონზე დიდიემ 31 მატჩში 10 გოლის გატანა შეძლო.
Internet.ge