ქართველი გულშემატკივრისათვის სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
გერმანული გამოცემა Bild-ი, მათი ცნობით, შესაძლოა ლევან კობიაშვილი
ორწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს, ამის მიზეზი კი „დიუსელდორფთან“ გამართული
მატჩის შემდეგ, ლევანის მიერ, მთავარი მსაჯისთვის სიტყვიერი და ფიზიკური
შეურაცხყოფის მიყენება გახლავთ.
შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის ვერმოგებით კობიაშვილის „ჰერტა“ მეორე
ბუნდესლიგაში გავარდა, რამაც ფეხბურთელების გაცხარება გამოიწვია. როგორც bild-ი
იუწყება, საფინალო სასტვენის შემდეგ, ლევანმა და მისმა თანაგუნდელმა ნიმაიერმა
მსაჯს, ვოლფგანგ შტარკს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შემდეგ კი, კობიაშვილმა არბიტრს სახეში ხელიც გაარტყა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა სასჯელს დააკისრებს გერმანიის ფეხბურთის ასოციაცია
კობიაშვილს, ის კი ცხადია, რომ ასეთი საქციელისათვის სასჯელის მაქსიმალური ზომა ორ
წლამდე დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს.
Internet.ge