“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი
ახლა 34 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი ანდრე ვილაშ-ბოაშია, რომელიც აქამდე
“პორტუში” და “ჩელსიში” მუშაობდა. შეგახსენებთ, რომ “წითლების” მთავარი მწვრთნელის
პოსტი ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც გუშინ კენი დალგლიში იქნა გათავისუფლებული
ამ თანამდებობიდან.
ინგლისური პრესის ინფორმაციით, კანდიდატთა შორის ასევე სახელდება ორი
ახალგაზრდა სპეციალისტი - დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი
და მარსელის “ოლიმპიკის” მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი. საბოლოო გადაწყვეტილებას
სახელოვანი ინგლისური კლუბი უახლოეს დღეებში მიიღებს.
Internet.ge