იტალიის სერია “ა”-ს ფლეი-ოფის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში ვიქტორ
სანიკიძის “კანადიან სოლარი” გასვლაზე დამარცხდა ნიკა მეტრეველის “ბანკო დი
სარდინიასთან” 72:81 და სერიაში ანგარიშია 0:1 გახდა.
საქართველოს ნაკრების 203 სანტიმეტრიანმა ფორვარდმა სეზონის ერთ-ერთი
ყველაზე დაბალშედეგიანი შეხვედრა ჩაატარა - 26 წლის სანიკიძემ 31 წუთში 12
მოხსნისა და მხოლოდ 2 ქულის დაგროვება შეძლო. ვიქტორმა 6-დან 1 ორქულიანი ჩაგდო და
ორივე 3-ქულიანი ააცილა.
რაც შეეხება ნიკა მეტრეველს, ის მწვრთნელების გადაწყვეტილებით სათადარიგოთა
შორის იჯდა.
მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის “ბენეტ კანტუ” თავის
მეოთხედფინალურ ბრძოლას დღეს გამართავს “სკავოლინისთან”.
Internet.ge