მანუჩარ მარკოიშვილის 11-მა ქულამ “ბენეტ კანტუ” მარცხისგან ვერ იხსნა
იტალიის სერია “ა”-ს მეოთხედფინალის მე-3 შეხვედრაში სტუმრად “სკავოლინისთან”
78:91. კანტუელთა მეორე ქართველს, გიორგი შერმადინს კვალავ არ უთამაშია -
საქართველოს ნაკრების 216 სანტიმეტრიანი ცენტრი ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის
კურსს გადის.
მთლიანობაში 25 წლის მარკოიშვილმა მოედანზე 33 წუთი გაატარა და დროის ამ
მონაკვეთში თავის გუნდს 11 ქულა და 3 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. 196
სანტიმეტრიანმა მანუჩარმა 4-დან 1 და
6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.
ამ წაგების შემდეგ ფლეი-ოფის სერიაში ანგარიში 2:1 გახდა “ბენეტ კანტუს”
სასარგებლოდ და მე-4 ბრძოლა ამ გუნდებს შორის ხვალ, 24 მაისს კვლავ “სკავოლინის”
მოედანზე გაიმართება. სერია 3 მოგებამდე გრძელდება.
Internet.ge