მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა ნახევარმცველმა მარკ ვან ბომელმა, რომელიც
მომავალი სეზონიდან სამშობლოში, “პსვ”-ში ბრუნდება, გააკრიტიკა გერმანული კლუბის გულშემატკივრები,
რომლებიც გუშინ არიან რობენს უსტვენდნენ ამხანაგური მატჩის დროს ჰოლანდიის
ნაკრებთან.
“ეს უბრალოდ სირცხვილია! შეხედეთ, რას მიაღწია რობენმა, როგორც მოთამაშემ
- მან “ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა და გულშემატკივრები კმაყოფილნი
უნდა იყვნენ, რომ მათი გუნდის შემადგენლობაში ასეთი ფეხბურთელი თამაშობს.
ვიცი, რომ არიანმა ახალი 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა კლუბთან, თუმცა მის
ადგილას ახლა კიდევ უფრო კარგად დავფიქრდებოდი მომავალზე. არ ვიცი ის რას იზამს,
მაგრამ პირადად მე ასეთ სიტუაციაში წავიდოდი “ბაიერნიდან”.
Internet.ge