არაღიარებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელმძღვანელობა ამზადებს მიმართვას
ფიფასადმი, სადაც სთხოვს მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას უფლება მისცეს
გამართოს ამხანაგური მატჩები იმ ქვეყნების ნაკრებებთან, რომლებიც ამ ორგანიზაციის
წევრები არიან.
ამის შესახებ ინფორმაციას ეგრედ წოდებული აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის
პრეზიდენტი ჯამალ გუბაზი ავრცელებს.
“მე, როგორც აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი, უახლოეს
ხანებში გავემგზავრები მოსკოვში, შემდეგ კი შვეიცარიაში, რათა დავაყენო საკითხი
ამხანაგური მატჩების გამართვისა ჩვენი რესპუბლიკის ნაკრების მონაწილეობით. ვთვლი,
რომ აფხაზეთს აქვს რეალური შანსი, მიიღოს ასეთი ნებართვა” - თქვა გუბაზმა.
Internet.ge