აზერბაიჯანის ფეხბურთის ასოციაციამ გააკეთა ახალი განცხადება, რომლის
მიხედვითაც ჩვენი მეზობელი კვლავ საქართველოსთან ერთად შეიტანს განაცხადს ევროპის
2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარებაზე.
როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა თქვა, შესაბამისი
განცხადება გენერალურმა მდივანმა ელჰან მამედოვმა ბუდაპეშტში ფიფას კონგრესზე უკვე
გააკეთა.
მან გაიხსენა, რომ ცოტა ხნით ადრე აზერბაიჯანმა უარი თქვა ერთობლივი
განაცხადის წარდგენაზე, რადგანაც მაშინ ქვეყანას 2020 წლის ოლიმპიადის
მასპინძლობის პრეტენზია ჰქონდა.
“თუმცა, მას შემდეგ, რაც ბაქო გამოეთიშა ოლიმპიადის ჩატარებისათვის
ბრძოლას, მიღებული იქნა გადაწყვეტილება კვლავ საქართველოს მხარდამხარ ებრძოლა
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მისაღებად” - უთხრა აბდულაევმა “ინტერფაქსს”.
Internet.ge