GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სპორტი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ფიფას წერილით მიმართა
13:22 26.05.2012
დღის სიახლეები

რამდენიმე დღის წინ, ფიფამ კოსოვოს რესპუბლიკას ნება დართო მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებში. ამ ფაქტის გახმაურებასთან ერთად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის, აფხაზეთის ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ანალოგიური მატჩების ჩატარების უფლების მოსაპოვებლად ფიფას სპეციალური წერილი გაუგზავნა.

აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ასევე გაგზავნა ფიფაში წერილი, რომლითაც ითხოვს, რომ არ მოხდეს აფხაზეთთან მიმართებაში ის, რაც კოსოვოსთან დაკავშირებით მოხდა. „ინტერნეტ.ჯი“ აქვეყნებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ოფიციალური წერილის თარგმანს,  ფიფას პრეზიდენტ იოზეფ ბლატერის მიმართ, რომელიც აფხაზეთის საკითხს შეეხება:

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ ფიფას თხოვნით მიმართა, რათა ამხანაგური მატჩების გამართვის უფლება მიიღოს. ამის შესახებ რუსულ გამოცემებს, არაღიარებული აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯამალ გუბაზმა განუცხადა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და საზღვრები, რომლის ერთიანობაში შემოდის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, აღიარებულია მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, ამჟამად აღნიშნული ტერიტორიების ოკუპაციის გამო, საქართველო ვერ ახორციელებს თავის იურისდიქციას, გამომდინარე აქედან საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, როგორც ფიფას და უეფას აღიარებული ერთადერთი ფეხბურთის მაკონტროლებელი ორგანო საქართველოში, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ვერ  ახორციელებს  ფეხბურთთან დაკავშირებული პროცესების მართვას.

ფიფას და უეფას წევრი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ვაღიარებთ და პატივს ვცემთ ყველა სამართლებრივ ნორმას, რომლის  ჩარჩოებში მოქმედებს ფიფა, გამომდინარე აქედან, ჩვენ იმედი გვაქვს, არაღიარებული აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ფიფაში გაწევრიანების მოთხოვნის ან ამხანაგური მატჩების გამართვის უფლების მიღების მოთხოვნის შემთხვევაში, დაიცავთ თქვენი წევრი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინტერესებს და უარს ეტყვით არაღიარებული აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის  არალეგიტიმურ მოთხოვნას.

საქართვველოს ფეხბურთის ფედერაცია მზად არის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე  მოქმედი ნებისმიერი საფეხბურთო სუბიექტი სურვილის შემთხვევაში გახდეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წევრი, რაც თავისთავად განაპირობებს მათ, ფიფას და უეფას ერთიან სამართლებრივ სივრცეში შემოსვლას."

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მეცნიერებმა ნიკოტინის საწინააღმდეგო ვაქცინა გამოიგონეს1
სიმსივნით დასახიჩრებული მამაკაცი საკუთარ სახეს დაიბრუნებს2
ღარიბაშვილი დაცვის პოლიციის თანაშრომლებს უწყებაში დაბრუნების პირობას აძლევს3
კონსტანტინე კუბლაშვილი მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციის დამყარების ფაქტზე საუბრობს4
ევროპელმა კოლეგებმა გრიგოლ ვაშაძეს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X