„დილა“ 4:1 „ზესტაფონი“. საქართველოს თასი გორში წავიდა
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, გორის დილა პირველად
დაეუფლა საქართველოს თასს და მომავალი სეზონიდან ევროპის ლიგის შესარჩევ ეტაპზეც
იასპარეზებს. მატჩი გუშინ, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა
და მას 7 000 გულშემატკივარი დაესწრო. თამაში ზესტაფონელთა უპირატესობით
მიმდინარეობდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც იმერლები კაცნაკლულნი დარჩნენ, სადავეები
გორელებმა იგდეს ხელთ და გამარჯვებაც იოლად მოიპოვეს 4:1.
დილა (გორი) – ზესტაფონი 4:1 (1:1)
26 მაისი. თბილისი. “მიხეილ მესხი”. 7000 მაყურებელი.
დილა: სკენდერი, ბეჭვაია, თოთაძე, ინწკირველი, სალუქვაძე (კ), შოთა კაშია, არზიანი, ხოჯავა (ახალკაცი,81), კახელიშვილი, სანდრო გურული (ილურიძე,61), მათე ვაწაძე (ბარაბაძე,88).
მთავარი მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე
ზესტაფონი: როინ კვასხვაძე, თეიმურაზ ღონღაძე, საჯაია, მამუკა კობახიძე (ოვონიკოკო,68), ელიავა, გორგიაშვილი (შარიქაძე,60), მენთეშაშვილი, აფციაური, შოთა გრიგალაშვილი, დავით მუჯირი (გიორგი ონიანი,46), დვალი.
მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
გოლები: 1:0 აფციაური, 1:1 ხოჯავა (30,პენ.), 2:1 ვაწაძე (50), 3:1 ილურიძე (66), 4:1 ინწკირველი (90+3)
გაფრთხილება: დვალი (11), მუჯირი (19), აფციაური (84), დვალი (85), სკენდერი (90).
გაძევება: ღონღაძე (30), დვალი (85)
მთავარი მსაჯი: ლევან კვარაცხელია (ზუგდიდი)
internet.ge