იტალიის უძლიერესი კლუბი სიენას “მონტეპასკი” დაინტერესებულია ბოლონიას
“კანადიან სოლარის” ქართველი ფორვარდის ვიქტორ სანიკიძის შეძენით და მოთამაშეს
3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, რომელიც თანხმობის შემთხვევაში ძალაში ახალი
სეზონიდან შევა.
იტალიური პრესის ინფორმაციით, ამგვარი შეთავაზების მიუხედავად, 26 წლის
კალათბურთელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. ამ ეტაპზე მხოლოდ ისაა
გადაწყვეტილი, რომ ის ბოლონიიდან მიდის.
საქართველოს ნაკრების 203 სანტიმეტრიანი ფორვარდისთვის გასული სეზონი
ერთ-ერთი საუკეთესო იყო კარიერაში - ის საშუალოდ 12 ქულასა და 10,9 მოხსნას
აგროვებდა.
Internet.ge