საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ
დაასახელა გაფართოებული შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის
პირველი მატჩისათვის, სადაც ჩვენი გუნდი 5 ივნისს ესტონეთის ნაკრებს შეხვდება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით,
ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება “შალკეს” ნახევარმცველთან ლევან ყენიასთან,
რომელიც შესაძლოა ნაკრებს შეუერთდეს და ესტონეთში ითამაშოს.
საქართველოს ნაკრების
გაფართოებული შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი ნადირაძე („სპარტაკი“, ცხინვალი), დავით ლეგაშვილი („სასკო“), გიორგი ბეგაშვილი („გაგრა“)
მცველები: ლაშა კალანდაძე, გიორგი ჯგერენაია („გაგრა“), გივი იოსელიანი („ტორპედო“, ქუთაისი), არჩილ ტვილდიანი („დინამო“ თბილისი), სოლომონ კვირკველია, ავთანდილ ბრაჭული („რუბინი“, რუსეთი), მამუკა კობახიძე („ზესტაფონი“), ნიკა აფაქიძე („ბაია“, ზუგდიდი)
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი, გიორგი პაპავა, ლაშა პარუნაშვილი, ჯამბულ ჯიღაური („დინამო“ თბილისი), მიხეილ სარდალიშვილი („გაგრა“), ვაკო ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), მერაბ გიგაური, ნიკა ძალამიძე („იაგელონია“, პოლონეთი), ზაქარია ბეგლარიშვილი („ფლორა“, ესტონეთი), ლაშა გვალია („კოლხეთი“, ფოთი), თორნიკე ოქრიაშვილი („ილიჩევეცი“, უკრაინა), თეიმურაზ შარაშენიძე („სპარტაკი“, ცხინვალი), ლევან ყენია („შალკე 04“, გერმანია)
თავდამსხმელები: ლაშა ჩაფიძე („სპარტაკი“, ცხინვალი),ნიკოლოზ საბანაძე („ტორპედო“, ქუთაისი), ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), დავით სხირტლაძე („ორჰუსი“, დანია), ლაშა კუკავა („ბაია“, ზუგდიდი)
Internet.ge