საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს
ინფორმაციით, 30 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით ბათუმი სწრაფ და ბლიც ჭადრაკში
მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურნირი საკმაოდ
წარმომადგენლობითია და მასში მსოფლიოს თითქმის ყველა მაღალრეიტინგიანი მოჭადრაკე
მიიღებს მონაწილეობას. ბათუმში ითამაშებს მსოფლიო რეიტინგის ათეულის 7
წარმომადგენელი.
მათ შორისაა მსოფლიოს ხუთი ყოფილი ჩემპიონი - ნონა გაფრინდაშვილი,
მაია ჩიბურდანიძე, ჟუ ჩენი, ანტოანეტა სტეფანოვა და ალექსანდრა კოსტენიუკი.
აგრეთვე 7 ევროპის და 15 ოლიმპიური ჩემპიონი.
ტურნირის ყველაზე უმცროსი და უფროსი მონაწილეეები ქართველები არიან,
შესაბამისად 1994 წელს დაბადებული მერი არაბიძე და 1941 წელს დაბადებული ნონა
გაფრინდაშვილი. სულ ბათუმში 17 ქართველი ითამაშებს.
ტურნირი შვეიცარიული სისტემით ტარდება სწრაფ ჭადრაკში (11 ტური 4
დღეში) თითო მოთამაშეს 25 წუთი ეძლევა, სვლაზე 10 წამის დამატებით, ხოლო ბლიცში
(15 ტური 2 დღეში) თითო მოთამაშეს 4 წუთი, სვლაზე 2 წამის დამატებით.
internet.ge