მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი პარიზში,
„როლან გაროსის“ ტურნირზე ცუდად გამოვიდა და პირველივე მატჩის შემდეგ ტურნირს
გამოეთიშა, მას ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი კიდევ აქვს.
ქალთა საჩოგბურთო რეიტინგში 75 ადგილზე მყოფი ტატიშვილი, ხვალიდან
ნოტინგემის 75-ათასიან ტურნირში ჩაერთვება, სადაც კიდევ ექნება დამატებითი ქულების
მოპოვებისა და რეიტინგში წინ წაწევის შანსი.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადაზე მოსახვედრად ტატიშვილს მსოფლიოს
რეიტნგში დაახლოებით 60-65 ადგილზე ყოფნა სჭირდება.
internet.ge