საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, კახა კალაძის ფეხბურთიდან
წასვლასთან დაკავშირებით გამოსათხოვარი მატჩის გამართვის საკითხი, ამ ეტაპზე არ
განიხილება. ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“ -სთან კომენტარი საქართველოს ფეხბურთის
ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა გააკეთა.
„ამჟამად კალაძის გამოსათხოვარი მატჩი არ იგეგმება“ - აცხადებენ საქართველოს
ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, დღეს დილიდან გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ
ფეხბურთის ფედერაცია მზად არის კახა კალაძის გამოსათხოვარი მატჩის ჩასატარებლად.
Internet.ge