საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელებმა ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატის
შესარჩევი ეტაპის ელიტ რაუნდი ჯგუფში მე-2 ადგილით დაასრულეს.
გუშინ ქართველმა ახალგაზრდებმა ავსტრიელ თანატოლებს გიორგი ჭანტურიას დუბლის
წყალობით 2:1 მოუგეს, თუმცა შემდეგ ეტაპზე გასვლა მაინც ვერ მოახერხეს.
ელიტ რაუნდიდან ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ ერთი გუნდი, ანუ ჯგუფის
გამარჯვებული გადის. ასეთი ჩვენს ჯგუფში მასპინძელი ხორვატიის ნაკრები გახლდათ.
ქართველებმა ხორვატიაში სამი მატჩი ჩაატარეს, აქედან ორი მოიგეს
(ავსტრიასთან 2:1 და ბოსნიასთან 4:2) ხოლო ერთში კი (ხორვატიასთან 3:1)
დამარცხდნენ. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 7 გოლი გაიტანა საკუთარ კარში კი 6
გოლის გაშვება მოუწია.
1. ხორვატია 3
2 1 0 7:3 7
2. საქართველო 3 2
0 1 7:6 6
3. ავსტრია 3
1 1 1 5:4 4
4. ბოსნია 3
0 0 3 2:8 0
internet.ge