იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სპეციალურმა
კომიტეტმა, გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით უკვე პირველი გადაწყვეტილება მიიღო.
ამჯერად, გახმაურებულ
სკანდალს იტალიური კლუბების ერთი ნაწილის დასჯა მოჰყვა. უკვე ცნობილია იტალიის
სხვადასხვა ლიგაში მოთამაშე იმ შვიდი კლუბის ვინაობა, რომელიც ფინანსურ და არამხოლოდ
ფინანსურ სასჯელს მიიღებს.
ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობის გამო,
კლუბებს ახალი სეზონის დაწყება ქულათა გრაფაში მინუსებით მოუწევთ.
უკვე
დასჯილ კლუბებს შორის სერია A-ს წარმომადგენელი მხოლოდ ერთია. ბერგამოს “ატალანტას” მომავალი სეზონისთვის ორი ქულა ჩამოართვეს და 25 ათასი ევროთი დასაჯეს.
აღსანიშნავია,
რომ უკვე დასრულებული სეზონი, “ატალანტამ” ქულათა გრაფაში -6-ით დაიწყო და საბოლოო ცხრილში -12 ადგილს დასჯერდა.
დასჯილთა შორის არიან სერია B-ს კლუბები “გროსეტო” (-6, 40 ათასი), “მოდენა” (-2), “ასკოლი” (-1, 20) და “ლივორნო” (15 ათასი). ახალ სეზონს “მინუსებში” შეხვდებიან Lega Pro Prima Divisione-ს კლუბები “კრემონეზე” (-1 და 30 ათასი) და “ფროსინონე” (-1).
საინტერესოა ისიც, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია და პროკურატურა
ამაზე გაჩერებას არ აპირებს. მათი თქმით, უახლოეს დღეებში კიდევ უფრო სენსაციურ
ამბებს უნდა ველოდოთ.
Internet.ge