ჩეზარე პრანდელი: თუ საჭირო იქნება, ჩემი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე არ გაემგზავრება
იტალიის ნაკრები ევროპის 2012 წლის ჩემპიონატიდან მოიხსნის
საშიშროების წინაშე დგას.
„სკუადრა აძურას“ დისკვალიფიკაციის მიზეზი, შესაძლოა, მისი
ფეხბურთელების ჩაწყობილ მატჩებთან კავშირი გახდეს. ამის შესახებ კომენტარი იტალიის
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ გააკეთა.
„იტალიაში მიმდინარე საფეხბურთო სკანდალის გამო, ჩემი ფეხბურთელები
ძალიან ღელავენ. ძალიან არ მომწონს როცა ფეხბურთის გარდა სხვა თემაზეც მიწევს
ლაპარაკი. თუ საჭირო იქნება ჩემი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე არ გაემგზავრება,“-
განაცხადა იტალიელთა თავკაცმა ჩეზარე პრანდელიმ.
შეგახსენებთ, რომ სკანდალთან დაკავშირებით იტალიის ნაკრები უკვე
დატოვა მცველმა დომინიკო კრიშიტომ, თუმცა სულ მალე შესაძლოა „ლურჯების“ დანაკარგი
კიდევ უფრო გაიზარდოს. იტალიელ სამართალდამცავებს ეჭვები მათი ნაკრების კაპიტანთან
და ძირითად მეკარესთან, ჯანლუიჯი ბუფონთანაც აქვთ.
Internet.ge