შენგელია ნბა-ს ევროკემპში მიიღებს მონაწილეობას
14:30 05.06.2012
|
დღის სიახლეები
|
თორნიკე შენგელია იმ 50 ახალგაზრდა ევროპელ კალათბურთელთა შორისაა, რომლებიც ნბა-ს წინასადრაფტო „ადიდასის“ ევროკემში მიიღებენ მონაწილეობას იტალიაში. კემპს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის და ევროპის უძლიერესი კლუბების უამრავი სკაუტი დაესწრება, ამიტომაც მოთამაშეები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მათ თავი მოაწონონ.
საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური „შარლერუას“ 20 წლის ფორვარდი სპეციალისტების მიერ ევროკემპის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად სახელდება 2 ფრანგ და თითო ჩეხ და ბერძენ ტალანტებთან ერთად.
ეს ევროკემპის ისტორიაშე მე-10 სეზონია და აღსანიშნავია, რომ მასში მონაწილეობა თავის დროზე ნბა-ს ისეთმა ცნობილმა სახეებმა მიიღეს, როგორებიც „ოკლაჰომა სითი თანდერის“ ფორვარდი სერჟ იბაკა და „დენვერ ნაგეთსის“ ფორვარდი დანილო გალინარი არიან.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|