შენგელიას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა
15:32 06.06.2012
|
დღის სიახლეები
|
მორიგი ძლიერი მატჩი ჩაატარა ბელგიის ჩემპიონატის ფინალში თორნიკე შენგელიამ, რომელსაც ორმაგ დუბლამდე მხოლოდ ერთი მოხსნა დააკლდა, ხოლო მისმა „შარლერუამ“ ფინალის მე-4 შეხვედრაში „ოსტენდე“ დაამარცხა 70:65 და სერიაში ანგარიში გაათანაბრა 2:2. ბელგიის ჩემპიონის ვინაობა ფლეი-ოფის მე-5 მატჩში გაირკვევა, რომელიც 8 ივნისს „ოსტენდეს“ დარბაზში გაიმართება.
საქართველოს ნაკრების 20 წლის ფორვარდმა მოედანზე მთლიანობაში 17 წუთი გაატარა და დროის ამ მონაკვეთში თავის გუნდს 10 ქულა და 9 მოხსნა შესძინა. 207 სანტიმეტრიანმა შენგელიამ 8-დან 3 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი არაზუსტი გამოდგა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|