„ვილიარეალის“ ახლადდანიშნული მწვრთნელი გულის შეტევით გარდაიცვალა
12:14 07.06.2012
|
დღის სიახლეები
|
54 წლის ესპანელი სპეციალისტი, „ვილიარეალის“ მწვრთნელი მანოლო პრესიადო გუშინ ღამით, ვალენსიის ერთ-ერთ სასტუმროში გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რომ პრესიადო „ვილიარეალში“ რამდენიმე დღის წინ დაინიშნა. მანამდე იგი „ხიხონის სპორტინგის“ თავკაცი გახლდათ.
აქტიური საფეხბურთო კარიერისას პრესიადო „მალიორკაში“, „რასინგში“, „ალავესში“ და „ხიმნასტიკში“ თამაშობდა. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ კი მწვრთნელობას მიჰყო ხელი.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|