საქართველოს ჩემპიონატს უმაღლესი ლიგის ნაცვლად პრემიერლიგა ერქმევა
11:28 08.06.2012
|
დღის სიახლეები
|
ცვლილებებია საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის დებულებაში. მომავალი სეზონიდან საქართველოს ჩემპიონატს უმაღლესი ლიგის ნაცვლად პრემიერლიგა ერქმევა.
აღსანიშნავია ისიც, რომ გუნდების რაოდენობა არც ამჯერად გაიზრდება და 2012-2013-შიც 12 გუნდიან პირველობას ვიხილავთ. ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის ყრილობაზე გადაწყდა, რომ 12 გუნდი ჯერ ორ წრედ ითამაშებს, ამ 22 ტურის შემდეგ, გუნდები ზედა და ქვედა ექვსეულებად გაიყოფიან, ანუ შედგება პლეი ოფი და პლეი აუტი, სადაც გადაჰყვებათ წინა 22 ტურში დაგროვილი ქულები, ბურთების შეფარდება და ა.შ პლეი ოფიც და პლეი აუტიც იქნება ორწრიანი , 10-ტურიანი. ჯამში, ყველა გუნდს 32 მატჩის ჩატარება მოუწევს.
აღმასკომმა დაადგინა, რომ უახლოეს მომავალში შეიქმნება პროფესიული ფეხბურთის ლიგა, რომელსაც შიდა ეროვნული ჩემპიონატის ჩატარება და ორგანიზება დაევალება.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|