ინგლისის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ჯონ ტერიმ მოირჩინა მუხლის
ტრავმა, რომელიც მან ბელგიასთან ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო და მზად არის ევროპის
ჩემპიონატზე ითამაშოს საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ 11 ივნისს.
“მე უკვე გამოვჯანმრთელდი და დღეს ვივარჯიშე კიდეც სრული დატვირთვით.
მიხარია, რომ ვითამაშებ მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე საფრანგეთის
ნაკრების წინააღმდეგ” - განაცხადა ლონდონის “ჩელსის” კაპიტანმა ინგლისურ მედიასთან
საუბარში.
ჯონ ტერის დაბრუნება მეტად სასიხარულო ამბავია ინგლისელთა ბანაკისათვის,
სადაც ახლა განსაკუთრებული მზადებაა ძველ და ტრადიციულ მეტოქესთან, საფრანგეთის
ნაკრებთან შესახვედრად.
Internet.ge