GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სპორტი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
იტალია-ხორვატია 1:1, ესპანეთი-ირლანდია 4:0
13:22 15.06.2012
დღის სიახლეები

ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფში ვითარება მეტად დაიძაბა, მე-2 ტურის შემდეგ მეოთხედფინალში გასვლის შანსს 3 გუნდი: ესპანეთი, იტალია და ხორვატია ინარჩუნებს, ხოლო ირლანდიამ უკვე შინ დასაბრუნებელი ბილეთები შეუკვეთა.

მეტად დაძაბული გამოდგა ჯგუფის ცენტრალური მატჩი იტალიასა და ხორვატიას შორის, სადაც პირველმა ტაიმმა “სკუადრა აძურას” უპირატესობით ჩაიარა და ანდრეს პირლოს ლამაზი გოლით ჩეზარე პრანდელის გუნდი დაწინაურდა.

მეორე ნახევარში ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სლავენ ბილიჩმა რამდენიმე ტაქტიკური ცვლილება განახორციელა და ვითარება შეიცვალა. ხორვატებმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს, რაც საბოლოო ჯამში, დასასრულამდე 18 წუთით ადრე მარიო მანჯუკიჩის გამათანაბრებელ გოლში გამოიხატა.

მეორე შეხვედრაში კი ევროპის ჩემპიონმა ესპანეთმა უბრალოდ შანსი არ დაუტოვა ირლანდიას და მეტოქე 4:0 გაანადგურა. დუბლი შეასრულა ფერნანდო ტორესმა.

C ჯგუფი, პოზნანი “მაისკი”

იტალია - ხორვატია 1:1

გოლები: პირლო 39 - მანჯუკიჩი 72

ყვითლები: მოტა, მონტოლივო - შილდენფელდი

Castrol EDGE Index-ის მატჩის საუკეთესო მოთამაშეები: 1.კლაუდიო მარკიზიო (იტალია) – 9.26, 2.მარიო მანჯუკიჩი (ხორვატია) – 8.91, 3.გორდონ შილდენფელდი (ხორვატია) – 8.49.

C ჯგუფი, გდანსკი “არენა გდანსკი”

ესპანეთი - ირლანდია 4:0

გოლები: ტორესი 4,70, სილვა 49, ფაბრეგასი 83

ყვითლები: ჩაბი ალონსო, მარტინესი  - სენთ-ლეჯერი, უილანი. კინი.

Castrol EDGE Index-ის საუკეთესო მოთამაშეები: 1.დავიდ სილვა (ესპანეთი) – 9.55, 2.ჟერარ პიკე (ესპანეთი) – 9.54, 3.ჩავი (ესპანეთი) – 9.51.

1.ესპანეთი 2        1        1        0        5-1    4

2.ხორვატია         2        1        1        0        4-2    4

3.იტალია   2        0        2        0        2-2    2

4.ირლანდია        2        0        0        2        1-7    0

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ზვიად ძიძიგური: ვფიქრობ, ნაციონალურმა მოძრაობამ მრავალტანჯული საქმიანობის შემდეგ დასასრულისკენ წაიყვანა თავისი საქმიანობა1
თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი წევრი ზურაბ აბაშიძე შესაძლოა ყაზახეთში საქართველოს ელჩად დაინიშნოს2
საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ მოხერხდა3
დაკავებულის წამების კადრების გავრცელების შემდეგ პოლიციელმა თავი ჩამოიხრჩო (VIDEO)4
ინტერნეტში კაფის თანამშრომლის მკვლელობის კადრები გავრცელდა (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X