ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის გუშინდელი მატჩის დროს,
იტალიისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის, დაფიქსირდა სამარცხვინო რასისტული
ქმედებები, რამაც მთელი საფეხბურთო სამყაროს აღშფოთება გამოიწვია. ხორვატი ფანები
ბანანის ქერქებს ესროდნენ იტალიის ნაკრების შავკანიან ფორვარდს მარიო ბალოტელის.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის დაწყების წინ “მანჩესთერ სითის” ახალგაზრდა
შემტევმა საჯაროდ განაცხადა, რომ მის მიმართ რასიზმის გამოვლენის შემთხვევაში
დაუყოვნებლივ დატოვებდა მოედანს. თუმცა, როგორც ჩანს ჭირვეულმა მარიომ გუშინ
შეიკავა თავი და მოახერხა ნერვების მოთოკვა.
Internet.ge