ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ორი მეოთხედფინალისტი გაირკვა - C ჯგუფში ბოლო
ტურის თამაშები მოიგეს ესპანეთმა ხორვატიასთან 1:0 და იტალიამ ირლანდიასთან 2:0 და
ფლეიოფში გავიდნენ, სადაც მათი მეტოქეების ვინაობა დღეს D ჯგუფის დასრულების
შემდეგ გაირკვევა.
სლავენ ბილიჩის ხორვატიამ დიდი წინააღმდეგობა გაუწია ევროპის ჩემპიონ
ესპანეთს, გოლის გატანის შანსებიც ჰქონდა, მაგრამ დასასრულამდე 2 წუთით ადრე
საკუთარ კარში მიიღო შეცვლაზე შესულ ხესუს ნავასისაგან და წააგო. იტალიამ კი
თავისი ორი ჭირვეული ფორვარდის, ანტონიო კასანოსა და მარიო ბალოტელის გოლებით
ჯოვანი ტრაპატონის ირლანდია დაამარცხა და ჯგუფიდან გავიდა.
გდანსკი, “არენა
გდანსკი”
ესპანეთი - ხორვატია
1:0
გოლები:
ხესუს ნავასი 88
ყვითლები: სტრინიჩი,
ჩორლუკა, ტაკიტიჩი, სრნა, მანჯუკიჩი, ელავიჩი.
Castrol
EDGE Index-ის მატჩის საუკეთესო მოთამაშეები: 1.ალვარო არბელოა
(ესპანეთი) – 9.25, 2.ანდრეს ინიესტა (ესპანეთი) – 8.94, 3.ჟერარ პიკე (ესპანეთი)
– 8.92.
პოზნანი “მაისკი”
იტალია - ირლანდია 2:0
გოლები: კასანო 35,
ბალოტელი 90
ყვითლები: ბუფონი,
ბალძარეტი, დე როსი - სენთ-ლეჯერი, ოში, ენდრიუსი
გაძევება: ენდრიუსი
89.
Castrol
EDGE Index-ის მატჩის საუკეთესო მოთამაშეები: 1.ანტონიო კასანო
(იტალია) – 9.22, 2.ანდრეა ბარძალი (იტალია) – 8.94, 3.იგნაციო აბატე (იტალია) –
8.91).
1.ესპანეთი 3 2 1 0 6-1 7
2.იტალია 3 1 2 0 4-2 5
3.ხორვატია 3 1 1 1 4-3 4
4.ირლანდია 3 0 0 3 1-9 0
Internet.ge