ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალის განმეორებით შეხვედრაში “მილანთან” “ბარსელონას” შესაძლოა მისი ერთ-ერთი ლიდერი, ნახევარმცველი ხავი დააკლდეს.
32 წლის ფეხბურთელმა გუნდის საკვირაო ვარჯიში გამოტოვა კუნთებთან დაკავშირებული პრობლემის გამო. ამ ეტაპზე უცნობია, თუ კონკრეტულად რა აწუხებს ესპანეთის ნაკრების მოთამაშეს, თუმცა დღეს საღამოს მას სამედიცინო შემოწმებას ჩაუტარებენ, რის შემდეგაც საბოლოოდ გადაწყდება, შესძლებს თუ არა იგი ხვალ “კამპ ნოუზე” გამოსვლას.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი მატჩი გასულ კვირას “სან სიროზე” ფრედ - 0:0 დასრულდა.
Internet.ge