პორტუგალიის ნაკრები ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის პირველი
ნახევარფინალისტია - ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც პაულუ ბენტუს გუნდმა
მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში ჩეხეთის ნაკრები კრიშტიანუ რონალდუს გოლით
დაამარცხა 1:0.
პორტუგალიელთა უპირატესობა მთელი მატჩის განმავლობაში აშკარა იყო -
ბურთის ფლობაში, ტერიტორიულ უპირატესობაში, კარში დარტყმებში და ყველა
სტატისტიკური მონაცემებით ისინი აშკარად სჯაბნიდნენ მეტოქეს, რომელსაც ძალიან
დაეტყო გუნდის ლიდერის ტომაშ როსიცკის არყოფნა, რომელმაც ტრავმის გამო ვერ შეძლო
მოედანზე გამოსვლა.
მეოთხედფინალი, ვარშავა
“ნაციონალნი”
ჩეხეთი - პორტუგალია
0:1
გოლი:
რონალდუ 79
ყვითლები:
ლიმბერსკი - ნანი, ველოზუ
Castrol
EDGE Index-ის მატჩის საუკეთესო მოთამაშეები: პეპე (პორტუგალია) –
9.53, 2.ბრუნუ ალვეში (პორტუგალია) – 9.49, 3.რაულ მეირელეში (პორტუგალია) – 9.30.
Internet.ge