GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სპორტი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კანადელთა მწვრთნელი: “საქართველო ეს არის გუნდი, რომელიც მზად არის ასაფეთქებლად”
13:59 22.06.2012
დღის სიახლეები

ამერიკულ ტურნეში მყოფი საქართველოს ნაკრები თავის მეორე ტესტ-მატჩს 23 ივნისს, შაბათს გამართავს კანადის ნაკრებთან - კანადელთა მთავარმა მწვრთნელმა კაირან ქროულიმ 7 ცვლილება გააკეთა სასტარტო შემადგენლობაში, მას შემდეგ, რაც მისი გუნდი გასულ შაბათს იტალიასთან 16:25 დამარცხდა.

შეხვედრა პროვინცია ბრიტანული კოლუმბიის ქალაქ ბარნაბის “სვენგერდ სთედიუმზე” გაიმართება და ორივე გუნდი გამარჯვებისათვის თავს დადებს, რადგანაც შედეგი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მსოფლიო რეიტინგზე, სადაც ახლა კანადა მე-13 პოზიციაზეა, ხოლო საქართველო მე-15-ზე.

“ველით, რომ საქართველო მსგავს სტილში გვეთამაშება, როგორც იტალია. მათი ბევრი მორაგბე საფრანგეთის პროფესიონალურ კლუბებში ასპარეზობს და ვიცით, რომ ძალიან ძლიერი მორკინალები ჰყავთ. ისინი მაგრად დგანან შერკინებაში და ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ამ კომპონენტში ღირსეულად ვეომოთ.

ხალხმა უნდა გაიგოს, რომ რაგბი საქართველოში ნაციონალური სპორტია და მათ დიდი ფინანსური რესურსები და დახმარება აქვთ. 3-4 წელიწადში ისინი შეავიწროებენ ისეთ გუნდებს, როგორებიცაა: სამოა, ფიჯი, ტონგა და კანადა…ეს არის გუნდი, რომელიც მზად არის ასაფეთქებლად” - განაცხადა კანადელთა მთავარმა მწვრთნელმა კაირან ქროულიმ ხვალინდელი ბრძოლის წინ.

შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნები” ამერიკული ტურნეს პირველ ტესტ-მატჩში, გასულ შაბათს დამარცხდნენ აშშ-ს ნაკრებთან 20:36.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ლაშა შუშანაშვილი საპყრობილეში იმყოფება1
ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრებმა ნიკა მელია, ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს2
მექსიკურმა ტელეკომპანიამ მფრინავი თეფშის ვულკანში ვარდნის კადრები გადაიღო (VIDEO)3
ფინანსთა მინისტრის მოადგილეების ვინაობა ცნობილია4
უგულავა: მე თავიდანვე ვთქვი და გავაკეთე განცხადება, მე ამას არ უარვყოფ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X